ახალციხის მერია დისტანციური კომუნიკაციის რეჟიმით იმუშავებს
12.03.2020
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალციხის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. თანამშრომლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ისიც სპეციალური აღჭურვილობით განახორციელებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს.
,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური კომუნიკაციის რეჟიმით აგრძელებს მუშაობას.
მერიაში სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით მოსულ მოქალაქეებს შიდა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაეწევათ შესაბამისი მომსახურება და დახმარება. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით განახორციელებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს. ეს განსაკუთრებით შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ განყოფილებებს, სადაც მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მიმართვიანობაა ამ ეტაპისთვის.
ამასთან, მუდმივად რეჟიმში გრძელდება, როგორც თანამშრომელთა სამუშაო ოთახების ისე, მოქალაქეთა მისაღების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით. მოქალაქეთა მისაღებში პრევენციის მიზნით მოეწყობა დეზობარიერები, ასევე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განთავსდება სპეციალური აღჭურვილობა და დისპანსერები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით" - ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.
რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მუშაობის რეჟიმი იცვლება. თვითმმართველობებს მოქალაქეებთან დისტანციური ურთიერთობა ექნებათ. თანამშრომლების ნაწილი სახლიდან, ნაწილი კი ადმინისტრაციული შენობებიდან იმუშავებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.