ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ , - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოში არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
როგორც ხაზარაძემ ახალციხეში განაცხადა, არ აქვს მნიშვნელობა ოქტომბერი იქნება, თუ დეკემბერი, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდება.
,,ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ. მათ მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნოემბერი იქნება ეს, ოქტომბერი თუ დეკემბერი, ისინი დამარცხდებიან და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდებიან“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
,,თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში",- განაცხადა კობახიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.