მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი საქართველოში კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება - გიორგი გახარია
მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი საქართველოში კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.
,,სოციალური დატვირთვის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება კიდევ 59 დასახლებული პუნქტისთვის. ესენი გახლავთ: გორი, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტები.
ფაქტობრივად, 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტბში, ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
არის კიდევ ერთი ძველი თემა, ამ სტატუსს მიიღებს გურიაში გომის მთა,"- განცხადა გიორგი გახარიამ.