პოლიტიკა
ენზელ მკოიანმა განძისა და სათხის მოსახლეობას უმასპინძლა
,,ნინოწმინდის რიონის ახალგაზრდობის ინიციატივით სოფელ განძაში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, სადაც მე ვღებულობდი მონაწილეობას" - წერს საკუთრ ფეისბუქგვერდზე პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი.
გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ტურნირი ხუთი თვის წინ უნდა გმართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მხოლოდ 26 ივლისს ჩატარდა. ახალგაზრდების ინიციატივას შეუერთდა ნინოწმინდის სპორტის განყოფილებაც.
![](/images/temp/2020/07/26/a25ae60a538170c115ed3e086d191cb1.jpg)
ტურნირში 8 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა, მათგან 7 ნინოწმინდის, ხოლო 1 წალკის ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული.
ენზელ მკოიანი დღესვე, სოფელ სათხის მოსახლეობას შეხვდა, მოგვიანებით კი დეპუტატმა ადგილობრივები წვეულებაზე დაპატიჟა.
![](/images/temp/2020/07/26/1a8449f84a737108df8103fdb1ad5bff.jpg)
Տարածեք :