პოლიტიკა
რუსული ფული ქართულ არჩევნებში - რას ეჭვობს ოპოზიცია
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 25 აგვისტოს მიმართა. ამის მიზეზი რუსული ინტერნეტგამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. გამოცემა ასახელებს თანხასაც. გამოცემის თხოვნით პარტია მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა 2020 წლის არჩევნების დასაფინანსებლად.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პარტია მართლაც სარგებლობს რუსული საკონსულტაციო კომპანიის სერვისით, ხოლო ფულადი დახმარების რუსეთიდან მიღებას კატეგორიულად უარყოფს.
„დოსიე“ ასევე წერს იმ თემებზე რისი გამოყენებაც რუსულმა საკონსულტაციო კომპანიამ „პატრიოტთა ალიანსს“ ურჩია: ამომრჩევლების დაპირისპირების გაღვივება, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ორიენტირება.
რა ვიცით გამოცემა „დოსიეს“ შესახებ? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის გამოძიება და რა საფრთხეზე ვსაუბრობთ, როცა წინასაარჩევნოდ რუსული ფულის თემა ხდება აქტუალური - დეტალები ნახეთ რადიო ,,თავისუფლების" ვებგვერდზე.
Տարածեք :