ოპოზიციურმა პარტიებმა ბორჯომში სახელმწიფოს მოწყობის სისტემაზე იმსჯელეს
30.08.2020
სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები, ეკონომიკის გაჯანსაღება, დემოკრატიული რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება - ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც ბორჯომში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან.
დღეს, 30 აგვისტოს, გირჩის ინიციატივითა და NDI-ის ორგანიზებით, ბორჯომში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრა დაიწყო, სადაც ,,გირჩი", ევროპული საქართველო", ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სტრატეგია აღმაშენებელი", ,,ახალი საქართველო" და ,,ლელო" მონაწილეობდნენ. პოლიტიკურმა ძალებმა შეხვედრაზე მართლმსაჯულებისა და განათლემის სისტემის და ეკონომიკის საკითხები განიხილეს.
მხარეების განცხადებით, მემორანდუმს ხელი სექტემბრის დასაწყისში, თბილისში მოეწერება და იმედოვნებენ, რომ 6 ოპოზიციური ძალის გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიების შეუერთდებიან.
ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების სიტემის რეფორმირება. ოპოზიციის ინიციატივით, უნდა გაუქმდეს შსს-ში აქამდე არსებული სისტემა. ,,მინისტრი ვერ უნდა ერეოდეს ,,სამხრეებიანი" პოლიციელის საქმეში, ამისთვის კი საჭიროა, ქვეყანაში ამოქმედდეს ე.წ. შერიფის ინსტიტუტი, რომელიც მერის მსგავსად რეგიონებში არჩევითი იქნება. ასევე, გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნას ანტიკორუფციული და კონტრდაზვერვის სამსახურები" - აცხადებს გიგა ბოკერია.
რაც შეეხება ეკონომიკის ნაწილს, ლელოს წარმომადგენელი გია მორდეხაშვილი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და ტყეების გადაცემა ხალხისთვის, რათა ეკონომიკური სექტორი ქვეყანაში გაძლიერდეს.
,,სტრატეგია აღმაშენებლისა" და ,,ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრების აზრით, სკოლებს ავტონომია უნდა მიენიჭოთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.