პოლიტიკა
რეგფონდიდან ახალციხეში შვიდი პროექტი დაფინანსდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა. გასულ წელს დარჩენილი თანხა, ნაშთის სახით, 2021 წლის ბიუჯეტში გადავიდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, 2 291 610 ლარი ძირითადად, ტენდერების გზით დაზოგილი და გარდამავალი პროექტების თანხაა. აქედან ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 147 610 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 1 144 000 ლარი.
გარდა ამისა, საკრებულომ ცნობის სახით მიიღო, რომელ პროექტებზე ნაწილდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა.
მთავრობის განკარგულებით, 2021 წელს შერჩეული პროექტებია:
- სოფელ მუგარეთის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია და მილსადენის მოწყობა,
- სოფელ სხვილისის საბავშვო სახლის რეაბილიტაცია,
- სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღის მშენებლობა,
- სოფელ წნისის სატუმბი სადგურის და სარწყავი სისტემის სამუშაოები.
- ტბის მიმდებარედ გზის და პარკინგის მოწყობა,
- სამხედრო დასახლებაში შენობების რეაბილიტაცია, სადაც სპორტული კომპექსი და ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება.
პროექტების საერთო ღირებულება 4 373 867 ლარია.
ახალციხის საკრებულომ 2021 წლის პირველი სხდომა 27 იანვარს გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელეს.
Տարածեք :