პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილედ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დანიშნა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მეორე მოადგილედ დავით ლომიძე დანიშნა. გუბერნატორმა დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი 17 თებერვალს მოაწერა, მუშაობას კი ახალი მოადგილე 18 თებერვლიდან შეუდგება.
სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ლომიძე კურატორობას ადგილობრივი თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურს გაუწევს.
დავით ლომიძე იყო 2014 წელს არჩეული ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი. მოგვიანებით, როცა 2015 წელს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ კახა ბერიძემ თანამდებობა დატოვა, პოზიციაზე "ქართული ოცნების" წევრი დავით ლომიძე აირჩიეს.
Տարածեք :