ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს
საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლად, ოპოზიცია აქციების მოწყობას მარტის თვეში გეგმავს.
2 მარტს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტია დაგეგმილი, 5 მარტს კი დემონსტრანტები მთვარობის ადმინისტრაციის პიკეტს მოაწყობენ. 9 მარტს აქცია გაიმართება შსს-სთან, 11 მარტს აქცია გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც, ხოლო 13 მარტს ისევ პარლამენტთან, სადაც ფართომასშტაბიანი აქცია-მარში მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში 26 თებერვალს გამართულ აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები სამცხე-ჯავახეთიდან გაემგზავრნენ. აქციას რეგიონიდან 700-მდე მოქალაქე შეუერთდა.