გიორგი გახარია ახალციხეში კანდიდატებს წარადგენს
გიორგი გახარია ახალციხეში, მომავალ კვირას ჩამოვა და 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობისა და საკრებულოს კანდიდატებს წარადგენს - ამის შესახებ ,,მეცხრე არხთან" პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა ლევან თათოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია სამცხე–ჯავახეთში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
„გიორგი გახარია თავად ჩამოვა ახალციხეში და კანდიდატებს წარადგენს, მერობის და საკრებულოს დეპუტატების კანდიდატები სამცხე– ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გვეყოლება, ასევე გავხსნით ოფისებს“, – განაცხადა ლევან თათოშვილმა.