გიორგი გახარიას პარტიას სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ტოვებენ
05.09.2021
ბოლო სამი დღის განმავლობაში, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, ერთიმეორის მიყოლებით კანდიდატურები მოიხსნეს. პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი ამბობს, რომ მიზეზი ზეწოლაა. ლევან თათოშვილის თქმით, ზეწოლა განხორციელდა ახალქალაქის 3, ადიგენის - 2 და ასპინძისა და ბორჯომის თითო - თითო წევრზე. ზეწოლის და მუქარის შედეგად, რეგიონში დეპუტატობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
ადიგენში, საკრებულოს სიის მეორე ნომერი გოდერძი კუბლაშვილი საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციებს ადიგენში მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.
პარტიის ახალქალაქის შტაბის ცნობით, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე უარი, პროპორციული სიის მესამე და მეოთხე ნომერმა თქვა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ასპინძაშიც. პარტიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ მათ წევრებზე მუქარა და ზეწოლა, ვისგან განხორციელდა. პარტია ,,საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა, 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ზეწოლის გამო, პარტიიდან წასვლის შემთხვევები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა, თუმცა არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის.
გახარიას პარტიით არჩევნებში მონაწილეობა უარყვეს ადიგენშიც. ნუკი იაკობაშვილმა, 3 სექტემბერს, საკუთარ ფეისბუქზ-გვერდზე დაწერა, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველია და გახარიას პარტიის წევრებმა, პროპორციულ სიაში მისი თამხმობის გარეშე ჩაწერეს.
,,SOS! მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი 2012 წლიდან და ამ არჩევნებზეც, ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ ქართული ოცნების გამარჯვებისთვის. დღეს ჩემთვის გამაოგნებელი ფაქტი გახდა ცნობილი - გახარიას პარტიამ ჩემ დაუკითხავად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩამწერა ადიგენის საკრებულოს პროპორციული სიაში. სასწრაფოდ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასწრაფოდ ვითხოვ, როგორ მოხვდა გახარიას პარტიის ხელში ჩემი პირადი მონაცემები და სასწრაფოდ ვითხოვ პირადად „ბოლისგან“ პასუხს, რატომ ჩამწერეს მათ სიაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს... ასე ავსებთ სიებს? ასე აპირებთ გამარჯვებას? ტყუილზე დააფუძნეთ ყველაფერი და ძალიან მძიმედ დაამთავრებთ!!!" - დაწერა ნუკი იაკობაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი, ლევან თათოშვილი, ფეისბუკ სტატუსის შესახებ ფიქრობს, რომ ნუკი იაკობიშვილს პოსტი ზეწოლის შედეგად დააწერინეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ამის მტიკიცებულებას წარუდგენენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.