ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს
ახალციხის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა, რომელსაც ეს პოზიცია არაერთხელ უკვე ეკავა ქალაქ ახალციხის საკრებულოში.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ. "ოცნების" 28 დეპუტატმა კი მხარი ლომიძეს დაუჭირა.