როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია - ირაკლი კობახიძე
28.07.2022
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა ბორჯომში, თანაგუნდელებთან შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, ელჩსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა.
„პირადი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და პასუხი გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე, რომ იყოს საუბარი, მინიმუმ ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე. თუ ის მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ, ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, ასევე, რადიკალური ოპოზიციის „მესიჯბოქსზე“ და ასევე - NGO-ების. რა თქმა უნდა, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც არიან ჩართულები რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, ასევე, ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. აქ მეგობრობაზე, რომ იყოს საუბარი, ძალიან მარტივად, ამ პროცესს გაემიჯნებოდა ქალბატონი ელჩი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა და ეს წარმოშობს კითხვის ნიშნებს, - აღნიშნა კობახიძემ და განაგრძო,
- აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის რა, სიცხადე იყოს ამ ყველაფერში. მაგალითად, როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ვიღაცა, როდესაც ითხოვს მთავრობის გადადგომას, მნიშვნელოვანია, ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ასეთ დროს კითხვები საზოგადოებაში ბუნებრივია, მოიხსნებოდა".
კობახიძეს ჰკითხეს, ელჩის განცხადებაზე, რომელშიც ის უარყოფს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ ბრალდებას მას რუსულ ნარატივად მიიჩნევს.
„იყო უამრავი განცხადება, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში ომის რიტორიკის ტირაჟირებას. ეს იყო NGO-ების განცხადებები, გახსოვთ, გიგაური, ლომჯარია და ა.შ. ეს იყო, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, მედიასაშუალების წარმომადგენელთა განცხადებები, ლობისტების განცხადებები და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირების განცხადებები. ასეთ დროს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, გააღვივონ ომის რიტორიკა და ამას ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ეს წარმოშობს გარკვეულ კითხვებს და მნიშვნელოვანია, ამიტომ, მეტი სიცხადე საზოგადოებისთვის. ეს არის უბრალოდ ჩვენი მოწოდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რაიმე პოლემიკაში შევიდეთ ამერიკის ელჩთან, უბრალოდ, ჩვენი ერთგვარი რჩევა იქნებოდა, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს პოზიციასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ელჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზოგი უფრო მეტ დროს ხარჯავს, სანქციებსა და სხვისი ფულის შესახებ საუბარზე, ვიდრე ევროკავშირის წევრობის საკითხზე, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან საინტერესო მესიჯი. „გეტყვით შემდეგს: ამაზე დრო და ენერგია დახარჯა, გეტყვით, ვინ? და დღემდე ხარჯავენ. ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას - რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას, ესენი არიან ასევე NGO-ები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ა.შ. ასეთ დროს ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. ის იმედს გამოთქვამს, რომ ასეთ დროს ელჩის გზავნილი ადრესატები არიან მის მიერ ჩამოთვლილი ადამიანები.
კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში გაიმეორა, რომ მათი მიზანი არის ქვეყნისთვის საფრთხეების არიდება და არა საქართველოს ჩართვა რუსეთთან ომში. მან ინტერვიუში თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ყალბ ინფორმაციას იმეორებს მიზნად აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩენა აქვს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.