მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილს 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში, რაც შემაშფოთებელია
მიხეილ სააკაშვილი ორი დღის წინ ვინახულე და ვაზიარე. არ გასულა დიდი ხანი რაც ვნახე და იმის შემდეგ, კიდევ 2 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც ვფიქრობ, სავალალოა , - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მეუფე ნიკილოზის განცხადებით, ,,როდესაც ადამიანი წონაში იკლებს ამაში ცუდი არაფერი არ არის და კარგია”, მაგრამ თუ ეს ავადმოყოფობის გამო ხდება, ცუდი და საგანგაშოა.
მისივე ინფორმაციით, საავამდყოფოში ყოფნის პერიოდში სააკაშვილს 13 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.
,,მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ვინახულე ორი დღის წინ და ვაზიარე. არ არის დიდი ხანი, რაც ვნახე და იმის შემდეგ კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული, ვფიქრობ ეს სავალალოა. თუ ადამიანი იკლებს ავადმყოფობის გამო ეს არის ცუდი და საგანგაშო. 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად.
თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.