სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ახალი მანქანა ჰყავს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ახალი, Toyota Camry-ის მარკის მაქანა ჰყავს. მისი ფასი საშუალოდ, 65 000 ლარია.
სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი ავტოპარკი მოძველდა და მისი განახლების მიზნით, საქართელოს მთავრობამ ეკონომიური მანქანა გადასცა.
"ვინაიდან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ავტოპარკი არის მოძველებული და საჭიროებდა განახლებას, სახელმწიფოსგან დროებით სარგებლობაში გადმოგვეცა ავტომობილი რომელიც გამოირჩევა ეკონომიურობით", - გვითხრეს ადმინისტრაციაში.
Skoda-ს და Toyota-ს მარკის ავტომობილები საქართველოს სხვა რეგიონების რწმუნებულებსაც გადაეცათ.