ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა სახელმწიფო შესყიდვებით 244 146 ლარი მიიღო
ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, გელა ჭალიძის კომპანიებმა, პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვებით 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე ჯამში, 244 146 ლარი მიიღეს. ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" აქვეყნებს.
„ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოს დეპუტატისა და ამავე პარტიის შემწირველის, გელა ჭალიძის კომპანიებმა შპს „გვრიტმა“ და შპს „დაგმა“, 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე, პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 244 146 ლარი მიიღეს.
ამ თანხის თითქმის 60% - 141 533 ლარი გელა ჭალიძის კომპანიებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
44 487 ლარზე ხელშეკრულებები საჯარო სკოლებმა გაუფორმეს, 58 126 ლარი კი სხვა საჯარო უწყებებიდან მიიღეს.
გელა ჭალიძემ „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის 15 სექტემბერს 3 250 ლარი შესწირა" - ნათქვამია კვლევაში.