ახალციხის საკრებულოში ენმ–ს დეპუტატები პლაკატებით მივიდნენ
დღეს, 30 აპრილს ახალციხის მუუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა პლაკატები გაშალეს. ისინი ე.წ აგენტების კანონპროექტის ინიცირებას აპროტესტებენ.
"არა რუსულ კანონს!", "კი ევროპას" – აცხადებენ დეპუტატები.
სხდომაზე 15 საკითხი განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ დეპუტატებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, განსაკუთრებით საკრებულოს რეზერვისტ დეპუტატებს, სიმონ გელაშვილს და ნონა ქოზაშვილს.
დღესვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "რუსულ" კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. ასევე, კანონპროექტის ხელახალი ინიცირების წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების აქცია 19:00 საათიდან დაიწყო.