ევროკავშირის მხარდაჭერით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის "ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება 2024-2026 წლები" ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი დიდიძე, მუნიციპალიტეტების მერები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიების სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობებსა და მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანს ასევე, წარმოადგენს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მხარეთა ჩართულობის გაძლიერების გზით ინოვაციური იდეების გენერირების და პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.