ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა - ქართული ოცნება
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც პრესსამსახური განმარტავს, პარტიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც ქართველი ოლიმპიელების მიმართ მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა.
„ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.