პოლიტიკა
კოალიციამ ,,ცვლილებებისთვის" სამცხე-ჯავახეთში ოფისები გახსნა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" 24 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში ოფისები გახსნა. დღეს პარტიის ლიდერებმა ოფისი ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გახსნეს, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტების განვითარებისა და საარჩევნო გეგმები გააცნეს.
,,გამარჯვება ჯავახეთში, ახალქალაქში ქართულ ოცნებაზე, ბიძინა ივანიშვილზე, ფეოდალიზმზე, ეს არის ამოცანა რომელიც დავისახეთ, ეს არის მიზანი, რომელიც უნდა იყოს და აუცილებლად იქნება მიღწეული და ერთხელ და სამუდამოდ, ახალქალაქიც ნინოწმინდასთან ერთად, გათავისუფლდება ფეოდალური წარმონაქმნებისაგან" - ამბობს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
ახალქალაქამდე კოალიცია "ცვლილებისთვის" ოფისი გაიხსნა ნინოწმინდასა და ასპინძაში. 25 აგვისტოს ოფისები ახალციხესა და ადიგენში გაიხსნება.
Տարածեք :