პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებას, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებში რაიმე შედეგის მისაღებად, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის.
„თქვენ ნახეთ, როგორ ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ჩვენი პატივცემული აგენტურული ოპოზიცია კი არ ემზადებოდა 26 ოქტომბრისა და არჩევნებში რაიმე შედეგის დადებისათვის, ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის. დღეს 27 ოქტომბერია უკვე და აქედან გამომდინარე მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. ისინი, პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც კომპლექსური სქემა, უნდა ვაღიარო, დიახ, ჩვენ გვქონდა კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი ხალხის სიყვარული და დემოკრატია. ამის სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება, საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ განცხადებები გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა.