პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს.
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“,- ნათქვამია განცხადებაში.