ახალმა პარლამენტმა მუშაობა პროტესტის ფონზე დაიწყო
XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პარლამენტმა აირჩია ვიცე-სპიკერებიც.
ახალი პარლამენტის მიერ სხდომის დაწყებას დილიდან აპროტესტებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით აპროტესტებენ, რის გამოც ადგილზე ხმაურია.
მომიტინგეები პროტესტს ამ ფორმით უკვე რამდენიმე წუთია უწყვეტად გამოხატავენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „მონებო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას ბოთლებიც და კვერცხებიც ესროლეს. ოპოზიციური პარტიები და აქციის მონაწილეები ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რის გასაპროტესტებლადაც საკანონმდებლო ორგანოსთან წუხელ შეიკრიბნენ და ღამე პარლამენტთან გაათენეს.