თბილისში აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა - დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც
აქცია თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.
დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა. აქციის დაშლისას სპეცრაზმი იყენებდა ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ.
აქციის დაშლისას დაშავდნენ ნანა მალაშხია, ელენე ხოშტარია და "კოალიცია ცვლილებებისთვის"სხვა წევრები. საპოლიციო ძალებმა, ძალა გამოიყენეს მედიის წარმომადგენლებზეც, აქციის დაშლისას დაშავდა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ოპერატორი, "მთავარი", "პუბლიკას" და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
თბილისის პარალელურად აქციები გაიმართა რეგიონებში, მათ შორის ახალციხეშიც.