უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები დაასანქცირა
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი და მისი 19 თანამოაზრე დაასანქცირა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა.
„უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი 19 თანამოაზრის წინააღმდეგ. ზუსტად მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში, პრინციპულად იმოქმედონ“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.