„ქართული ოცნება“ სადელეგატო ოლქებში ბიუროებს შექმნის
„ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომელთაც დელეგატის სტატუსი აქვთ, სადელეგატო ოლქებში ბიურო ექნებათ.
მათ შორის ბიუროები ექნებათ "ოცნების" დელეგატებსაც სამცხე-ჯავახეთში. ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი და ასპინძის დელეგატს ანტონ ობოლაშვილს და ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქის დელეგატს სამველ მანუკიანს.
აქამდე ბიუროები მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებისთვის ფუნქციონირებდა. ბიურო პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მისი ფუნქციონირების მთავარი მიზანი ადგილზე მაჟორიტარ დეპუტატსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა იყო.
პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვით, დელეგატის ბიუროები შეიქმნება. ბიურო სწორედ იმ დეპუტატებს ექნებათ, რომლებიც პარლამენტში ერთიანი პროპორციული სიით შევიდნენ და დელეგატის სტატუსი აქვთ.
საპარლამენტო არჩევნების ერთიანი პროპორციული სისტემით ჩატარების შედეგად, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა, თუმცა „საარჩევნო კოდექსში“ შევიდა ცვლილება და ე.წ. დელეგატის ინსტიტუტი გაჩნდა. პროპორციული წესით არჩეულ დელეგატებს იგივე ფუნქცია აქვთ, რაც მანამდე მაჟორიტარებს ჰქონდათ.