პოლიტიკა
ვის აეკრძალა ესტონეთში და ლიეტუვაში შესვლა
ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებების დარღვევა“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.
ქართველ ჩინოვნიკებს შესვლა აეკრძალათ ლიეტუვაშიც. ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში ქართველი ხალხის გვერდით დგას.
Տարածեք :