რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფა და ორ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული.
ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
კერძოდ, მისი თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა პარლამენტს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო 15-18 აპრილს განიხილავს.
მისივე ცნობით, რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიციას დაიკავებს გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც უკვე მან დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა.
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე საქმიანობას კვლავ ირაკლი ქარსელაძე გააგრძელებს.