ყაველაშვილის პირველი საგარეო ვიზიტი აზერბაიჯანში, მეორე კი სომხეთშია დაგეგმილი
„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აპრილის შუა რიცხვებში აზერბაიჯანს, მოგვიანებით კი სომხეთს ეწვევა. ეს საქართველოს ის მეზობელი ქვეყნებია, რომლებიც „ქართული ოცნების“ სადავო ხელისუფლებას აღიარებენ და მასპინძლობენ.
ინფორმაცია ყაველაშვილის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ გაავრცელა მისმა მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ლუკა ეხვაიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პოდკასტ „42-ე პარალელის“ 2 აპრილს გასულ ეპიზოდში ლუკა ეხვაიამ თქვა, რომ ყაველაშვილის პირველი საგარეო ვიზიტი 14-15 აპრილს აზერბაიჯანში შედგება.
„შემდეგ უკვე სომხეთში, სავარაუდოდ, თვის ბოლოს. რიცხვები ჯერ არ არის განსაზღვრული“, - თქვა მან.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ ორივე სახელმწიფოში იმყოფებოდა. ერევანში ის 20 მარტსაც ჩავიდა და სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრასაც დაესწრო.