,,მერის მოადგილის პოზიციაზე რეკომენდაცია პარტიამ გამიწია" – დავით ტაბატაძე
06.03.2017
დავით ტაბატაძემ ,,ახალციხის ციხის" მარეგულირებელი სამსახურიდან, ახალციხის მერის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.
პირველი სამუშაო დღე, თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. დავით ტაბატაძეს აიპების, კულტურისა და სპორტის მიმართულება ჩააბარეს.
სამომავლო გეგემებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ,,ახალციხის ციხეში" არსებული არაერთი პრობლემის გადაჭრაზე მოუწევს მუშაობა. დავით ტაბატაძე ამბობს, რომ კომპლექსს კარგად იცნობს, რადგან მარეგულირებელ სამსახურში 2012 წლიდან, აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე მუშაობდა.
მერის ახალ მოადგილეს, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ის ძირითადად პოლიტიკურ პარტიებში საქმიანობდა.
დავით ტაბატაძე 1976 წელს დაიბადა. 1993 წელს ახალციხის #5 საშუალო სკოლა დაამთავრა. 1994 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სასწავლებლის დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა მოუწია. 2000 წელს ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტში, საბაჟო–საგადასახადო საქმის მიმართულებით დაიწყო სწავლა.
2002–03 წლებში პარტია ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 2006–07 წლებში ,,საქართველოს გზის" წევრი იყო. 2016 წლის მაისიდან ,,ქართული ოცნების" სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორად დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციას ამ დრომდე ინარჩუნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.