ბევრად მეტი თვითმმართველობის შექმნისა და გაძლიერების მომხრე ვარ – საქართველოს პრეზიდენტი
29.04.2017
შვიდი თვითმმართველი ქალაქის არა გაუქმების, არამედ ბევრად უფრო მეტი თვითმმართველობის შექმნისა და გაძლიერების მომხრე ვარ
– ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში ვიზიტისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ახალციხელმა ბევრად უკეთესად იცის რა პრობლემის მოგვარება სჭირდება ქალაქს. ამიტომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს მიაჩნია, რომ გაუქმების ნაცვლად ადგილობრივ თვითმმართველობებს, სახელმწიფომ უფრო მეტი უფლებები უნდა მისცეს.
"თვითმმართველობა სწორედაც რომ დემოკრატიულიც არის და ეფექტურიც არის. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომადამიანები ადგილზე საკითხებს ბევრად უფრო იოლად და ცენტრთან კონსულტაციის გარეშე წყვეტენ. ასეც უნდა იყოს. მაგალითად ახალციხის მოსახლეობამ უკეთესაც არ იცის რომელი ქუჩაა გასარემონტებელი? რომელი საბავშვო ბაღია გასარემონტებელი, ან რა ტიპის ჯანდაცვის მოწყობა უნდა იყოს აქ? ბუნებრივია უფრო კარგად იცის და არც უნდა წავართვათ ეს უფლება. ბოლომდე უნდა მივანიჭოთ ეს უფლება ადგილობრივ მოსახლეობას" – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეს 28 აპრილს სტუმრობდა. გიორგი მარგველაშვილმა ახალციხის უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილა.
საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, 2013-2014 წლებში დაიწყო და იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტ დეცენტრალიზაციას. თუმცა ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და სათემო მუნიციპალიტეტთან კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.