პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" ყრილობა დაიწყო.
ახალციხიდან 260 წევრი გაემგზავრა, აქედან 10 დელეგატია და ხმის მიცემის უფლება აქვს. ყრილობას ასპინძიდან 50 კაცი შეუერთდა. მათ შორის ორი დელეგატი. ადიგენიდან თბილისში 150 მხარდამჭერი გაემგზავრა, აქედან დელეგატი 6 მათგანია.
სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს, პოლიტსაბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს აირჩევენ.
დღესვე დაასახელებენ თბილისის მერობის კანდიდატს.
ფოტოები მოგვაწოდა ნიკოლოზ ხიზაძემ.