ახალციხის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და მათ ასისტენტებს არჩევენ.
აპლიკანტებთან გასაუბრება 13 მარტს დაიწყო და 14 მარტს დასრულდება.
მერიაში ამბობენ, რომ პირველი ეტაპი – დოკუმენტაციის გადარჩევა 103 აპლიკანტის 196–მა განაცხადმა გაიარა.
კონკურსი 36 პოზიციაზე მიმდინარეობს. საკონკურსო კომისია მერის 19 წარმომადგენელსა და 17 ასისტენტს არჩევს.
მერიამ კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე 6 თებერვალს გამოაცხადა.
კონკურსი სამეტაპიანია – განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.
შერჩეული პირები პოზიციაზე 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან.