ეკონომიკა
საქართველოს რომელ რეგიონში იღებენ ყველაზე მაღალ ხელფასს
საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი თბილისშია, ყველაზე დაბალი - გურიაში - ამაზე მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალზე განთავსებული მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, თბილისში ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 1 791.2 ლარს შეადგენს, გურიაში კი 951.1 ლარს.

სხვა რეგიონების მონაცემები კი ასე გამოიყურება:

მცხეთა-მთიანეთი - 1 562.5 ლარი

ქვემო ქართლი - 1 374.9 ლარი

იმერეთი - 1 290.3 ლარი

აჭარა - 1 258.0 ლარი

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 232.0 ლარი

კახეთი - 1 114.8 ლარი

სამცხე-ჯავახეთი - 1 112.4 ლარი

შიდა ქართლი - 1 004.6 ლარი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 977.5 ლარი.

რაც შეეხება მომუშავეთა რაოდენობას, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორს სულ 757.4 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
| Print |