საზოგადოება
ნინოწმინდაში სოცმუშაკი ვერ აიყვანეს, კონკურსი ჩავარდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოციალური მუშაკის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა TV9NEWS.GE-თან მიზეზად ქართული ენის ბარიერი დაასახელა.
ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, სოციალური მუშაკები დაემატა ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს. ასევე, იგეგმება თითო სოცმუშაკის დამატება ბორჯომსა და ნინოწმინდაში.
ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში 11 სოციალური მუშაკი მუშაობს.
,,სოციალური მუშაკების დამატებას ერთი წელია ვაპირებთ. ეს საკითხი დაგეგმილი გვქონდა და სოციალური სამუშაოების განვითარებასთან იყო დაკავშირებული“ - ამბობს დავით გოგალაძე.
მისი თქმით, თანამშრომლების რაოდენობა ჯერჯერობით საკამრისია.
,,რაც უფრო აქტიურად და ბევრს ვმუშაობთ, სამუშაოს მოცულობა იზრდება. შესაძლებელია, რომ მომავალშიც დაემატოს სოციალური მუშაკები“ - ცვლილებები არ გამორიცხა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა.
ასევე, დაგაინტერესებთ:
Տարածեք :