საზოგადოება
ქალაქ ახალციხეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
ახალციხეში გაზი გაითიშა. ბუნებრივი აირის მიწოდება ქალაქის ყველა აბონენტს დღეს, 5 ოქტომბერს შეუწყდა.
კომპანია "ინტერგაზში" მიზეზად ავარიას ასახელებენ.
"გაზი მთელ ქალაქში გათიშულია, ავარია მოხდა, ვარკვევთ ჯერ. ბუნებრივი აირის მიწოდება დაახლოებით, ათ წუთში, 18:10 საათზე აღდგება. ნახევარ საათში სრულად შეივსება", - გვითხრა კომპანიის დირექტორმა ვასილ აბულაძემ.
Տարածեք :