როდემდე გაგრძელდება უამინდობა
სინოპტიკოსთა ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ხოლო დასავლეთში წვიმაა მოსალოდნელი.
უამინდობა 3 ნოემბრამე გაგრძელდება, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელი 4-5 ბალიანი შტორმი.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, საქართველოში 3 ნოემბრიდან ამინდი 5 გრადუსამდე გათბება, 6 ნოემბრიდან კი გამოიდარებს ტემპერატურა 20 გრადუსამდე მიაღწევს.
რაც შეეხება ახალციხეს, ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
2 ნოემბერს ღამით მოსალოდნელია ყინვა -6 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.
3 ნოემბერს, ღამით -5 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით +10 გრადუსი,
4 ნოემბერს, ღამით -4 , ხოლო დღისით +12,
5 ნოემბერს, ღამით -5 და დღისით +12,
6 ნოემბერს, ღამით -5 და დღისით +13,
7 ნოემბერს, ღამით -5 და დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი.