საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ვაკანტური ადგილებია. შსს-მ ქვეყნის მასშტაბით თავისუფალ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის ორი ვაკანსიაა. თანამდებობრივი სარგო 1 365 ლარია. საკვალიფიკაციო მოთხოვნაა სახელმწიფო ენის ფლობა და უმაღლესი იურიდიული განათლება.
უბნის ინსპექტორი-გამომძიებელის თითო-თითო ვაკანტური ადგილია ბაკურიანის და ადიგენის რაიონული სამმართველოს მოხეს პოლიციის განყოფილებაში. თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარს შეადგენს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნაა სახელმწიფო ენის ფლობა და სრული ზოგადი განათლება.
განცხადების შეტანის ბოლო ვადა სამი თებერვალია. განაცხადის სევსება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე hr.police.ge
Տարածեք :