საზოგადოება
საპატრიარქოს ტყის ყიდვა და კერძო საკუთრებად დაკანონება შეეძლება
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს “ტყის კოდექსში”, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის ყიდვა და კერძო საკუთრებად დაკანონება შეუძლია.
"მიჩენილია სახელმწიფო ტყის ფონდის უბანი, რომელსაც, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლით უფლებამოსილ შესაბამის ორგანოსთან ერთად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართავს საქართველოს საპატრიარქო ან სახელმწიფო დაწესებულება," - ეს გახლავთ ამონარიდი ტყის ახალი ქოდექსიდან, რომლის ინიციატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
ამავე კანონის პროექტის მე-15 მუხლის თანახმად, “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიულ პირისთვის – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის – საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.”
ეკონომისტების ნაწილი თვლის, რომ ტყის მართვაში საპატრიარქოს როლის ზრდა ქვეყნის ბუნებრივ საგანძურს ეკონომიმკურ სარგებელს დაუკარგავს, რითაც ქვეყანა ფინანსურად იზარალებს, რადგან დაკარგავს შემოსავლის მიღების წყაროს. მოსაზრებას იზიარებს პოლიტიკოსების ნაწილიც.
“საქართველოს რეპუბლიკური პარტიის” განცხადებით, ეს ცვლილება დაუსაბუთებელ უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. თანაც ისე, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის განმარტებული ამ ცვლილების მიღების სამართლებრივი საფუძველი და მიზანშეწონილობა. პარტიაში ფიქრობენ, კანონპროექტის ინიციატორი უგულებელყოფს კონსტიტუციურ ჩანაწერს თანასწორი მოპოყრობის ვალდებულების თაობაზე და შესაძლებელად მიიჩნევს განსხვავებული მიდგომა დაუშვას სახელმწიფო ტყის ფონდის გასხვისებასთან დაკავშირებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტში ანტიკონსტიტუციური არაფერი წერია.
“ახალი არაფერი ჩაწერილა. აქ გასწორდა ის, რომ არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რაც ქონების კანონშია დაკონკრეტებული ცვლილება, რომელიც გაჰყვა ტყის კოდექსს, ვინაიდან ანტიკონსტიტუციურად იცნო უსასყიდლოდ გადაცემა, ჩვენს ჩანაწერში წერია, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს სასყიდლიანად გადასცეს. იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას არ გადასცეს უტოპიური და შეუფასებელი ტერიტორიები, განისაზღვრა კონკრეტული გადასაცემი ფართობების მოცულობა. ტყის კოდექსის მე-15 მუხლში წერია, რომ ეკლესიას შეუძლია ჰქონდეს ტყის ფართობი,, ვინაიდან ეს აქამდეც ეწერა მოქმედ კოდექსში. მაგრამ ქონების კანონში ცვლილება, რაც დამტკიცდა გუშინ, წერია, რომ ეკლესიას უფლება ექნება, მთავრობის გადაწყვეტილებით ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში გადაეცეს ტყე, არაუმეტე 20 ჰექტრისა”, – ამბობს ამირგულაშვილი.
ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს იმ მიზეზის გამო, რომ მასში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეზე. სხვა რელიგიურ გერთიანებებს კი, მისი თქმით, ტყეში არც ადრე და არც ახლა, არცერთი სამლოცველო არ უფიქსირდებათ.
“საპატრიარქოსთან სამართლებრივი ურთიერთობა ამ წლების განამვლობაში მოქმედი ტყის კოდექსით გვქონდა. საპატრიარქომ დააყენა საკითხი, რომ ეს პროცესი ორ მხარეს შორის უფრო გარკვეული ყოფილიყო. კანონი რომ იწერებოდა, კონსულტაციებში საპატრიარქოც მონაწილეობდა და შევჯერდით. თუ ეს ჩანაწერი არ იქნობდა, ქონების კანონში კვლავაც იქნებოდა უკვე არსებული ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს მთვრობას ყოველთვის აქვს უფლება, მისცეს ქონება ეკლესიას. შესაბამისად, გამოვიდოდა ისე, რომ საპატრიარქოს გაცილებით მეტი ქონების მოთხოვნის საშუალება ექნებოდა. ჩვენ კონსულტაციების შედეგად შევჯერდით, რა იქნებდა უფრო უკეთესი ეკლესიისთვისაც, ტყისთვისაც და სახლემწიფოსთვისაც”, – განმარტავს ამირგულაშვილი.
წყარო: report.ge
Տարածեք :