საზოგადოება
ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს ახალციხის საქალაქოც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმოძრავებს. შპს "ტრანსელიტას" ხელმძღვანელის თქმით, მგზავრობის დროს სავალდებულოა პირბადის ტარება. ასევე იკრძალება ფეხზე დგომა.
"ფანჯრები ღია უნდა იყოს, პირბადის გარეშე ვერ ავლენ ტრანსპორტში. დღეიდან სამარშრუტო ტაქსები მოძრაობენ, ორშაბათიდან ავტობუსიც იქნება", - გვითხრა ნუგზარ მამუკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აიკრძალა.
Տարածեք :