ბაკურიანში, გუდაურსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება
ბაკურიანში, გუდაურსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს.
მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის, ბაკურიანში 6000 მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი.
ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი. ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლისთვის ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგაც იმუშავებს.
საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავა. საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება გონდოლაში (დახურული საბაგირო) 4 ადამიანი ჭადრაკისებური პრინციპით იქნება დაშვებული და მხოლოდ პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს - 6 ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი , 4 ადგილიანზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში პლიუს ბავშვი. მომხმარებლები ვალდებულები იქნებიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, დაიმუშავონ, საბაგიროში შესვლამდე კი თერმო სქრინინგი გაიარონ.