„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“- საბარგო სადგურის დასახლების მრავალეროვნული მეზობლობა
20.09.2020
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი მულტიეროვნული რეგიონია, სადაც ქართველებთან ერთად სომხები, ებრაელები, რეპატრირებული მესხები და ჩამოსახლებული აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ამ მხრივ რეგიონი გამორჩეულია საბარგო სადგურის დასახლებით, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანი წლებია ერთმანეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ამყარებს.
ნარგიზ სულეიმანოვა ქმართან და ორ შვილთან ერთად აზერბაიჯანიდან საბარგო სადგურის დასახლებაში საცხოვრებლად 2009 წელს გადმოვიდა. მეზობლებმა ნარგიზი პირველი დღიდანვე შეიყვარეს. 40 წლის ქალმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო - სახლის წინ საკუთარი ბაღი გააშენა, მარცვლოვანი კულტურები და ხილ-ბოსტნეული დათესა.
ყოველდღე, მეზობლებს ნარგიზი ტრადიციული აზერბაიჯანული „შორგოხალით“ და კრუასანით უმასპინძლდება. მეზობელ ქალებს უარს არც საკუთარი რეცეპტების გაზიარებაზე ეუბნება.
„რა ჯობია ნარგიზის დამზადებულ ტრადიციულ ნამცხვარსა და ჩაის. ჩვენც ვისწავლეთ და ვაცხობთ კიდევაც. მას არასდროს ეზარება ნამცხვრის გამოცხობა. გამზადებული ცომი ყოველთვის მაცივარში უდევს - სტუმარი რომ მივიდეს და უცბად გამოაცხოს“,- ამბობს ნინო სამყურაშვილი.
საბარგო სადგურის დასახლებაში 16 აზერბაიჯანულენოვანი ოჯახი ცხოვრობს. მკვიდრი მოსახლეობა უკვე იცნობს მეზობელი ერების ტრადიციებს, დაბადების დღეებსა და მათთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს.
„ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის. მე მესმის ქართული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვსაუბრობ. ჩვენ ერთმანეთს ძირითადად რუსულად ვესაუბრებით“,- გვითხრა ნარგიზ სულემანოვამ.
ადგილობრივების თქმით, რელიგიური დევნა, ერებს შორის კონფლიქტი და სიძულვილი საბარგო სადგურის დასახლებაში არასდროს ყოფილა და არც იქნება. მოსახლეობა ერთი ოჯახივით ცხოვრობს. როგორც თავად ამბობენ, ჭირსა და ლხინში ერთამანეთის გვერდით დგანან.
სვეტლანა კლდიაშვილი ოთხსულიან ოჯახთან ერთად, ადიგენიდან საბარგო სადგურის დასახლებაში საცხოვრებლად რვა წლის წინ ჩამოვიდა. მისი პირველი მეზობელი ნარგიზა და ანაიდა იყვნენ. ამბობს, რომ ახალი მეზობლები მას სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ.
„პირველივე დღიდან ჩემი მეზობლები ისე მივიღე, თითქოს მათ მრავალი წელია ვიცნობ“, - ამბობს სვეტლანა კლდიაშვილი.
მეზობლები ერთმანეთთან ბიბლიასა და ყურანს განიხილავენ.
„ყოფილა შემთხვევა, წმინდა მარიამობის დღესასწაულზე გოგოებს უთქვამთ, რომ მათ იციან ამ დღესასწაულის შესახებ. ეს ძალიან კარგია. სასიხარულოა, რომ ჩვენი რელიგიით და კულტურით ისინიც ინტერესდებიან“, -გვითხრა სვეტლანა კლდიაშვილმა.
ადგილობრივი ანნა გასპარიანი კი უკვე 70 წელია საბარგო სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. ანნას თქმით, მათ წლებია მეზობლებთან თბილი ურთიერთობა აქვთ.
„ნარგიზა, სვეტლანა და დანარჩენები შვილებივით მიყვარს. არ მახსოვს, რომ ოდესმე კონფლიქტი მქონოდა მათთან“, - ამბობს ანნა გასპარიანი.
ასაკოვანი ქალის თქმით, მეზობლებს შორის ურთიერთობა მისთვის ყველაზე ძვირფასია. მაშინ, როდესაც ასაკის გამო ცუდად ხდება, მის გვერდით მისი მეზობლები და ახლობლები არიან.
საბარგო სადგურის დასახლება ახალციხის გარეუბანია. თბილისიდან მომავალი, თავდაპირველად ამ ტერიტორიას გამოივლი, რადგან ახალციხე სწორედ საბარგო სადგურის მრავალეროვნული დასახლებით იწყება.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.