ტურიზმის სექტორისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
"ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება" - ტურიზმის სექტორისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს, ტურიზმის სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2021 წლის 22 იანვრის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2020 წლის 14 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
report.ge