ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2 იანვრამდე ძალაში რჩება
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ ნებადართული იქნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.