საზოგადოება
შეიცვლება თუ არა დენის ტარიფი 6 თვის შემდეგ?
შეიცვლება თუ არა დენის ტარიფი 6 თვის შემდეგ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, 6 თვის შემდეგ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ცვლილებები იქნება და ელექტროენერგიის ახლახანს დადგენილი ტარიფების შემცირება ან გაზრდა დაგეგმილი არ არის.
"ითქვა, რომ 6 თვეში მარეგულირებელ კომისისას მოუწევს ახალი ტარიფების დადგენაო. თუმცა, აქ ჩვენ ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ცვლილებები გვექნება და რაიმე არსებითს ახლანდელი ტარიფების მიმართ არ ველოდებით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი და მსხვილი მომხმარებლები იყიდიან ბაზარზე, ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები. ანუ, გამანაწილებელი კომპანიები. ამიტომ, ეს იქნება უფრო სამართლებრივი ხასიათის ცვლილებები. ამდენად, ნუ გავაჩენთ მოლოდინს, რომ როდესაც ჩვენ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ხელახლა გადავამტკიცებთ ტარიფს და კომპონენტების ცვლილება იქნება, ეს არსებითად რაიმე სახით აისახება მომხმარებლებზე. ამის მოლოდნი ამ ეტაპზე ნამდვილად არ გავქვს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძვირდა.
Տարածեք :