დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქცია მკაცრდება
ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქცია მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
კერძოდ, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. განმეორებით შემთხვევაში თანხა გაორმაგდება.
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მოქალაქის განმეორებით დაშვება, გამოიწვევს დახურული სივრცის დაჯარიმებას - 1 000 ლარით.
გადაწყვეტილების თანახმად, პირბადის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ტაქსით გადაადგილების განმეორებით შემთხვევაზე ჯარიმა 40 ლარი იქნება.