„ახალციხიდან მკვდარი წაიყვანეს“ - ექთნის სიკვდილში ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს
20.03.2021
28 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობამ ყველა თანამშრომელს მოსთხოვა, რომ ვაქცინაცია გაეკეთებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. მსგავს ულტიმატუმს უარყოფენ სამედიცინო დაწესებულებაში.
ოჯახს კლინიკის მისამართით მხოლოდ ეს პრეტენზია არ აქვს. ახლობლები ფიქრობენ, რომ მეგი ბაქრაძეს ადგილზე არ ჩაუტარდა ის დახმარება, რაც ვაქცინაციის შემდეგ გართულებისას ესაჭიროებოდა. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ 28 წლის ქალი ახალციხეშივე გარდაიცვალა. კლინიკა „იმედის“ დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამ ბრალდებასაც უარყოფს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კატასტროფის ჯგუფი თბილისში არ წაიყვანდა და პაციენტს არც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა მიიღებდა.
ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.
მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკაში მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.