SSSS

საზოგადოება
როცა ქვეყანაში პანდემიაა და მერია გამწვანების აქციაზე წერს

 

საქართველოში ანტივაქსერული კამპანია გაძლიერდა, მოქალაქეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ამბობენ სფეროს სპეციალისტები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა „აღიარა“, რომ საქართველოში საინფორმაციო კამპანია დაგვიანდა. ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში მთავარ პასუხისმგებელ უწყებაში აცხადებენ, რომ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ყველა შესაძლო გზით უნდა მიეწოდოს.

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62% ვირუსის შესახებ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდობა. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია როგორ არის ჩართული თვითმმართველობა მოსახლეობის ინფორმირებულობაში. ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა გზა აქვს, მათ შორის ვებ-გვერდები, სოციალური ქსელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მერის სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან, გამწვანების აქცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, შენობების რეაბილიტაცია - ძირითადად, ამ შინაარსის მასალებს შეხვდებით ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე akhaltsikhe.gov.ge. ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, კორონავირუსზე კი ძირითადად, მერიის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წერია.
იგივე თემატიკა გვხვდება ფეისბუკ გვერდზე, სადაც პოსტები ძირითადად, მერიის საქმიანობას ეხება. სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ რამდენიმე მასალა იძებნება, რომელიც მერიის ფეისბუკ გვერდმა საქართველოს მთავრობისგან გააზიარა.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელსა და ვებ-გვერდზე საკმარისი ინფორმაცია ვრცელდება.

,,კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება სოციალური ქსელისა და ვებ-გვერდის საშუალებით აქტიურად ხორციელდება", - მოგვწერეს მერიის პრესსამსახურიდან. 

იგივე ტიპის მასალები და საკრებულოს სხდომებია გამოქვეყნებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუკ გვერდზე. კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია წარმომადგენლობით ორგანოსაც საქართველოს მთავრობისგან აქვს გაზიარებული.
მოქალაქეებს რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავს და საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაციას ათავსებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუკ გვერდიც. სოციალურ ქსელში ცალკე გვერდი აქვს მერიას, სადაც უფასო სამედიცინო კონსულტაციების, მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას შეხვდებით.
მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე adigeni.ge ბოლო ინფორმაცია 2018 წელს არის განთავსებული. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ გვერდი აღარ ფუნქციონირებს.
"ვებ-გვერდი ძალიან ძველია, ბრაუზერს პრობლემა აქვს და არ მუშაობს, ახალია გასაკეთებელი, ჯერჯერობით არ გვაქვს. ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მთავრობის ვებ-გვერდებზე ქვეყნდება ან მუნიციპალიტეტს ეხება და საჭიროა რომ მოსახლეობას მიეწოდოს, ყველაფერი ქვეყნდება ფეისბუკ გვერდზე. ვაქცინაცია მუნიციპალიტეტში არ დაწყებულა და როცა დაიწყება, მერე განვათავსებთ. ჯანდაცვის ინფორმაციას საინფორმაციო დაფებზე წარმომადგენლების საშუალებით ვათავსებთ“, - გვითხრეს ადიგენის მერიის პრესსამსახურში.

მერიის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას შეხვდებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზეც. borjomi.gov.ge-ზე ძებნის ფუნქცია არ მუშაობს. სიახლეების დათვალიერებისას კი პანდემიის შესახებ ერთი მასალა შეგვხვდა, რომელიც ბორჯომში ვაქცინაციის დაწყებას გვაუწყებდა.
ვებ-გვერდის მსგავსად, ძირითადად მერიის პროექტების შესახებ წერს ფეისბუკ გვერდიც, რომელსაც 19 000 მოწონება აქვს. ბოლო პერიოდში განთავსებულ მასალებს რომ გადავხედოთ - კორტანეთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბორჯომში საყრდენი კედლების რეაბილიტაცია იგეგმება, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, საკრებულოს გეგმური სხდომა გაიმართა - ამ სახის ინფორმაციას შეხვდებით მერიის სოციალურ ქსელში. კორონავირუსის შესახებ ისეთი მასალები იძებნება, როგორიცაა - 17 აპრილიდან იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მერიამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა. 
ამის გარდა, საქართველოს მთავრობის ფეისბუკ გვერდიდან გაზიარებულია მასალები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ. 

რა ფორმით არის ჩართული საინფორმაციო კამპანიაში ბორჯომის თვითმმართველობა - ამის გარკვევას ორი დღეა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვცდილობთ. პიარი ნინი ჯიქურაშვილი საკითხის გარკვევას დაგვპირდა, მას შემდეგ კი ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აღარ პასუხობს. 

გათიშულია ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი aspindza.ge. რაც შეეხება სოციალურ ქსელში განთავსებულ მასალებს, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, აქაც ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ წაიკითხავთ. მაგალითად, დაბის ცენტრში პარკის რეაბილიტაცია დაიწყო, საზაფხულო საძოვრების რაციონალურად განკარგვის თაობაზე სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, ბირთვის კვრაში გამართულ თბილისის ზამთრის ღია ჩემპიონატიდან ასპინძელი სპორტსმენი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. 

,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული პირველი დღიდანვე, როდესაც კორონავირუსი დაფიქსირდა. გადადით არქივში და ნახეთ, სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით, რომ კორონაა და უნდა გავფრთხილდეთ. ყველაფერი გვაქვს პროტოკოლით გათვალისწინებული", - ამბობს მერიის პრესსამსახური ეკა კალაიჯიშვილი.

თუ ფეისბუკ გვერდზე საძიებო ველში სიტყვა COVID19-ს ჩაწერთ, საქართველოს მთავრობისგან და სახარეო ადმინისტრაციისგან გაზიარებულ პოსტებს ნახავთ კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ.
ვებ-გვერდი არ აქვს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, ფეისბუკ გვერდზე კი ძირითადად, guardian.ge-ს მიერ მომზადებული მასალები და საქართველოს მთავრობის სიახლეები აქვს გაზიარებული.
„ინფორმაციას ვაწვდით პირველი - რწმუნებულების მეშვეობით, მეორე - პოლიცია დადის სოფლებში, მესამე - ამ დღეებში დაგეგმილი მაქვს ადგილობრივი ტელევიზიის მეშვეობით განცხადებების გაკეთება. მესამე ტალღაზე ვილაპარაკებ. წესების დაცვაზე, პირბადეზე, დისტანციაზე. ქორწილები და გასვენებები რომ არ იყოს“, - ამბობს ვირუსის გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი. კითვაზე - რატომ არ იყენებენ სოციალურ ქსელსა და ვებ-გვერდს მოქალაქეების მეტი ინფორმირებისთვის, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ ფეისბუკი ამ მიზნისთვის კარგი აზრია. 

"ფეისბუკზე ახლა არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ კარგი იქნება, აუცილებლად გავააქტიურებთ".


იგივე მასალებს ათავსებს ნინოწმინდის მერიის ფეისბუკ და ვებ-გვერდები. ninotsminda.ge-ზე სკოლის მოსწავლეთა კონკურსის, მოსახლეობასთან შეხვედრის, სათხილამურო ჩემპიონატის, უხვი ნალექის, გზის გაწმენდითი სამუშაოების შესახებ წერენ.

მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ფეისბუკზე პანდემიის შესახებ საკმარისი ინფორმაცია დევს. ანივარდ მოსოიანის თქმით, კორონავირუსის შესახებ რამდენჯერმე დაარიგეს საინფორმაციო ბროშურებიც.

„სამხარეო ადმინისტრაცია გვაწვდის თარგმნილ ინფორმაციას, რომელსაც ვავრცელებთ რწმუნებულების და დეპუტატების მეშვეობით. ფეისბუკ გვერდიც გვაქვს, სადაც მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. როდესაც სიახლეა, ჩვენ იმ წამსვე ვათავსებთ“.
კითხვაზე - რატომ არსად დევს ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, ანივარდ მოსოიანმა გვიპასუხა, რომ საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას.

„როდესაც ვაქცინაციის თემა მუნიციპალიტეტში გვექნება აქტუალური, მაგასაც დავდებთ. ჯერჯერობით, ველოდებით რეგიონის და ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯებს ამ მხრივ“.

კორონავირუსის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციის ფეისბუკ გვერდზეა გამოქვეყნებული. სამცხე-ჯავახეთის გუბერნია სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და რჩევებს ქართულ-სომხურ ენებზე ავრცელებს. პრესსამსახურში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის გვერდის მიერ გავრცელებულ თითქმის ყველა სიახლეს სომხურად თარგმნიან და სამხარეო ადმინისტრაციის გვერდის გარდა, გუბერნატორის ოფიციალურ ფეისბუკზეც დებენ.
„ინფორმაციის დიდი წილი ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებულია, რომელსაც სომხურად ვთარგმნით და ვათავსებთ. მუნიციპალიტეტის მერიებს ვეუბნებით, რომ ტექსტი თავიანთ გვერდებზე წაიღონ. არ მახსენდება, რომ სამინისტროს რაიმე ინფორმაცია დაედოს და მე არ გამეზიარებინოს ან არ გადამეთარგმნოს“, - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სალომე ანთაძე.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი არ მუშაობს. როდის აღდგება - პრესსამსახურში ჯერ არ იციან.

„ვებ-გვერდზე, 2020 წლის ზაფხულში კიბერშეტევა განხორციელდა, აღდგენას საკმაოდ დიდი თანხა უნდა“.

NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 53% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. აცრაზე თანახმაა მოსახლეობის მხოლოდ 35%, ხოლო 12%-მა არ იცის ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას. კვლევა მაშინ ჩატარდა, როცა ახალციხეში, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი რეაქცია, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განვითარებული არ ჰქონდა და პროცესის მიმართ მეტი ნდობა იყო. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ვაქცინაციის მსურველი ახლა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ მათი რეკომენდაციაა რომ სწორი, გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის გავრცელება, არა მხოლოდ ცენტრალურმა, არამედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა გზით დაიწყოს.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1466
EUR
EUR
1
2.9171
RUB
RUB
100
2.7833
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.8310
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 film izleMarsbahis girişbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/casibombetbababetbabamarsbahisJojobet TWİTTERbetebetayvalık zeytinyağıpijama takımıpijamadeneme bonusu veren sitelerlink vao w88 moi nhatEkrem Abideneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantsabahlıkdeneme bonusu veren sitelerultrabetultrabet twitteristanbul escortpaykwikvirabetcasibom güncel girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスbycasino güncel girişオンラインカジノ1xbet Yeni Girişcasinolevantcasinolevantvozol puffnew bitcoin casinosbitcoin sports bettingSilineceklernew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinostipobettipobetMariobetnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonusxslotbankobetextrabetzbahisbetpubliconwincasibomcasinolevantlayarkaca21bankobetbagonAlev casinoRoku bet güncel girişsekabethitbetmarsbahis girişcasibomParibahisçorlu escorttaraftarium24akcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetceltabetdeneme bonusu veren sitelermatbetcasino siteleristreameastcratosroyalbet768 commeritking1615 comgrandpashabet2218casibom 731 com giriş451marsbahiskmar sitelerimeritking1615451marsbahis comcasibom 731 com girişgrandpashabet2218cratosroyalbet768sahabetcasibom güncel girişgrandpashabetcasinolevantgrandpashabetcasibomfixbetultrabetultrabetultrabetcasibom girişiptvkağıthane escortdeneme bonusu veren siteleronwin yeni girişanime defenders scriptekrem abicenabetcasibommeritkingbetosferbullbahissekabetcasibomtubidysnaptiktubidyacehgroundyoutube downloadermp3 juicebycasinoligobetdeniz taşımacılığıCasibom GirişCasibom Girişmatadorbetcasinomegasultanbetbetivo girişxslotAnkara Escortextrabet girişcasinolevantekrem abibetofficecasibom girişcasibompin uppinupsahabet7slotscasibomcasibom giriş1xbetslot siteleriBetkanyonbetgaristanbul escortdeneme bonusuoleybet girişotobetcasibominagaming1winjojobetjojobetAtlasbetAtlasbetcasino siteleriextrabet günceljustin tvcasibom yeni adrescasibom güncel adrescasibom yeni girişcasibom güncel girişcasibom girişcasibomtipobet girişcasibom girişligobetcasibom girişGrandpashabetDeneme Bonusu 2025Grandpashabetaresbetselcuksports girişcasibomgrandpashabetbbets10vozolmeritkingmatadorbetgrandpashabetdeneme bonusu veren sitelerpin uppinupcasibom girişdeneme bonusuMobil Ödeme Bozdurma otobetekrem abi sitelercenabetsvensk casinobetpuansekabetgrandpashabetbetpuanotobetbetscosmosnya casinon sverigebasaribetcasibom günceltaraftarium24xslotselçuksportstürk porno izleHiltonbet Giriş casibomGüvenilir Medyumlarcasibom girişjustintvizleKonak escortÇeşme escortAlsancak escortCasibometorobetBets10 TWİTTERMobilbahis TWİTTERSahabet TWİTTERpusulabetpusulabetCasibomcasibomsahabetSahabetbetebetcasibommatadorbeterotik film izlecasibom casibomcasibomcasibomcasibompinco girişPhilip Capitalcasibomcasibomantep escortbihis sitiliri 2025artemisbet,artemisbet girişonwin girişcasinoplusbetgarantideneme bonusu veren sitelerbetwoongalabetvevobahissuperbetinparibahisbetnanopiabetbetsmovegoldenbahisaresbetlunabetmilanobetpiabetpiabetsultanbetaresbetsekabetholiganbetgrandpashabetartemisbetsekabetvaycasinosekabetsekabetsekabetsekabetaresbetmatadorbetkingroyalmatbetotobetmarsbahismarsbahisotobet giriş7slotsbetturkey holiganbetimajbetcasibomjojobetmersobahisbahiscombahiscomcasibom705 ve casibom 705 casibom giriş adresi betebetvaycasinobetebettipobetbetturkeymadridbet1winonwinjojobetjojobetpusulabetcasibomkralbetbetmoonhiltonbetvbetbetebetbetcupbetsatmarsbahisnakitbahisbetkanyonotobetfixbettempobetsahabetbahigoelexbetngsbahiskalebetperabetasyabahisdinamobetdumanbetkavbet güncel girişcoinbar güncel girişfixbet güncel girişbankobet güncel girişbetboobetsatcoinbarsavoybettingcasibomcasibombets10extrabetimajbetxslotjogo do tigrinhobetturkeysporhuzuru.com.trbasarilifithayat.com.trcasibomzbahisgiftcardmall/mygiftjojobetjojobetjojobetsahabetyorkbetmariobetbetparkjojobetotobetvaycasinomatadorbetbetturkeygiftcardmall/mygiftgiftcardmall/mygiftbahiscomcasibomizmir escortpusulabetaviator hilesimatbetbetzulabetsatbetcioroyalbetbetpublicbetkolikparazit seo eğitimifixbetgrandpashabetbetnanotrendbetcasibomizmir escortnitrobahissafirbetvbetodeonbetcasibom girişcasibomcasibom güncelprensbetbetparkfixbetbetsatpusulabet45pashagamingsembolbetqueenbetprizmabetenzabetbetbigomaltcasinoklasbahismariobetmariobettarafbetcasibom giriscasibomcasibom girişcasibomTipobetCasibom girişmarsbahiscasibom giriş