მინაძესა და ფლატეში ხე-ტყის უკანონო ჭრა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, სოფელ მინაძის მიმდებარედ მოქალაქე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა უკანონოდ მოპოვებული წიფელისა და მუხის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას. ავტომანქანა დაილუქა და შედგა შესაბამისი აქტები.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეს მიმდებარედ კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე. სამართალდამრღვევის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.