ახალციხეში ქალი ხიდიდან გადახტა
ახალციხეში, 50 წლამდე ასაკის ქალმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 20 საათისთვის მოხდა. 19 აპრილს ახალციხეში, შუახნის ქალი ახალ ბაზართან მდებარე ხიდიდან მდინარეში გადახტა.
,,სტაციონარში ტვინის შერყევით წევს, თავი აქვს გატეხილი, ხიდიდან მხოლოდ ქალი გადახტა და პაციენტი ჩვენთან პოლიციამ მოიყვანა, მისი შვილი კი მანამდე მოიყვანეს კლინიკაში, რომელსაც ხელზე ჭრილობა ჰქონდა” - ამბობს კლინიკის დირექტორი ბესო ბურჯალიანი.
ექიმების ინფორმაციით, დედაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.